Alternate Text

წესები და პირობები

Club IVERIA-ს პროგრამა შეთავაზებულია სამორინე ივერიას (თბილისი/ბათუმი) მიერ, რომელსაც მართავს შპს „ლიმონი 2009“.
  • კლუბში გაწევრიანება უფასოა.
  • გაწევრიანების ასაკი - 21 წელი ან მეტი.
  • გაწევრიანებისა და სხვა ოპერაციებისთვის აუცილებელია მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • წევრები ვალდებულნი არიან Club IVERIA-ს შეატყობინონ პირადი რეკვიზიტების ნებისმიერი ცვლილების შესახებ, მათ შორის და არა მარტო, სახელის ან მისამართის ცვლილების შესახებ.
  • Club IVERIA-ს ერთი საწევრო ბარათით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ ერთ (1) პირს.
  • პროგრამის პრივილეგიები განკუთვნილია მხოლოდ Club IVERIA-ს წევრებისთვის.
  • წევრობა და პრივილეგიები (ქულებისა და დამატებითი პრივილეგიების ჩათვლით) სხვა პირზე გადაცემას არ ექვემდებარება.
  • წევრობის პრივილეგიები შესაძლოა განსხვავდებოდეს მდებარეობის (თბილისი/ბათუმი) მიხედვით.
  • ყველა პრივილეგია და სარგებელი დამოკიდებულია ხელმისაწვდომობაზე.
  • პროგრამის წესები შეიძლება შეიცვალოს განსაკუთრებული ღონისძიებების ან სარეკლამო კამპანიების პერიოდში.
  • წევრი ვალდებულია Club IVERIA-ს საკლუბო ბარათი წარუდგინოს სამაგიდო თამაშების დილერს თამაშის დაწყებამდე ან/და სათანადოდ ჩასვას ბარათი სლოტ აპარატის ბარათის წამკითხველში თამაშის მიმდინარეობისას მისი მოქმედების დასადასტურებლად, ქულების დასაგროვებლად და პრივილეგიების მისაღებად.
  • ქულების დაგროვება შესაძლებელია სამორინე ივერიას (თბილისი/ბათუმი) ობიექტებში მხოლოდ იმ სლოტ აპარატებსა და სათამაშო მაგიდებზე, სადაც დამონტაჟებულია შესაბამისი სისტემა.
  • ყველა პრივილეგია (ქულების ჩათვლით) განისაზღვრება წევრის მიერ შერჩეული თამაშის დონის მიხედვით. თამაშის დონე განისაზღვრება მანქანის ან/და თამაშის ტიპის, კატეგორიის, საშუალო ფსონისა და თამაშის ხანგრძლივობის მიხედვით. თამაშის შეფასების კალკულაცია განისაზღვრება სამორინე ივერიას (თბილისი/ბათუმი) შეხედულებისამებრ.
  • საწევრო პრივილეგიების გამოყენება შესაძლებელია იმ ობიექტებზე, სადაც ფუნქციონირებს Club IVERIA-ს პროგრამა.
  • Club IVERIA-ს ბარათი წარმოადგენს სამორინე ივერიას (თბილისი/ბათუმი) საკუთრებას და დაბრუნებულ უნდა იქნას მოთხოვნისთანავე.
  • Club IVERIA არ აგებს პასუხს ტექნიკურ გაუმართაობებზე, დაკარგულ, მოპარულ ან არამიზნობრივად გამოყენებულ ბარათებზე, ქულებზე ან ნებისმიერ სხვა მსგავს შემთხვევებზე.
  • ბარათის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ Club IVERIA-ს რეგისტრაციის სამსახურს.
  • ხელმძღვანელობა უფლებას იტოვებს მოახდინოს Club IVERIA-ს ანგარიშზე არსებული ნაშთების კორექტირება მანქანის ან ბარათის წამკითხველის გაუმართაობის, კომპიუტერის ან საოპერაციო შეცდომის ან/და ნებისმიერი თაღლითობის შემთხვევაში.
  • საწევრო სტატუსი პერიოდულად ექვემდებარება გადახედვას; სტატუსი და პრივილეგიები შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს შეტყობინების გარეშე.
  • პირებს, რომლებიც (თბილისი/ბათუმი) შეყვანილ არიან „არასასურველ პირთა სიაში“, არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ამ პროგრამაში.
  • წევრობა წარმოადგენს სამორინე ივერიას (თბილისი/ბათუმი) მიერ მინიჭებულ პრივილეგიას და შესაძლებელია გაუქმებულ იქნას ნებისმიერ დროს ნებისმიერი მიზეზით.
  • რეგისტრაციის დროს თითოეული წევრი მიიღებს დროებით PIN-ს (პაროლს) საწევრო ანგარიშისა და ონლაინ წვდომისთვის. წევრები პასუხისმგებელნი არიან შეცვალონ და დაიცვან ინფორმაცია თავიანთი ანგარიშის შესახებ.
  • Club IVERIA-ს პროგრამაში მონაწილეობით, წევრი თანახმაა იმაზე, რომ Club IVERIA-ს შეუძლია წევრის პირადი ინფორმაციის შენახვა და დამუშავება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე მარკეტინგული აქტივობების ჩატარების მიზნით.
  • Club IVERIA უფლებას იტოვებს შეცვალოს ან გააუქმოს პროგრამა ნებისმიერ დროს შეტყობინების გარეშე.
  • განახლებული ინფორმაცია გამოქვეყნდება Club IVERIA-ს ვებ გვერდზე.
  • Club IVERIA-ს პროგრამაში მონაწილეობით წევრი ეთანხმება პროგრამის ყველა პირობას.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ვებ გვერდს www.clubiveria.com ან დაგვიკავშირდეთ info@clubiveria.com, +995 32 2 90 7777